მომხმარებლები: 402967
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის პრეზენტაცია

პარასკევს, 16  სექტემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ერთობლივი ინიციატივით კადრების მართვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 


შეხვედრის მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების სისტემის დანერგვის პრაქტიკის წარმოდგენა და მასზე მსჯელობა იყო.


კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი  2010-2011 წლებში USAID/FORECAST Georgia და DRC პროექტების ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა  დევნილთა სამინისტროს.  კონსულტაციის მიზანი  კადრების მართვის სისტემის შექმნა და დანერგვის ხელშეწყობა იყო. აღნიშნული შეხვედრა, ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და სამინისტროში მიღწეული შედეგების გაცნობას ისახავდა მიზნად.


საჯარო სამსახურის ბიურო მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრების საშუალებით გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება  სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.   


www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge