მომხმარებლები: 402967
საკანონმდებლო რეფორმა





საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულ იქნა „საჯარო სამსახურის კოდექსის“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი საჯარო მენეჯმენტის პრინციპების დანერგვას. აღნიშნული გულისხმობს საჯარო სექტორის მოდერნიზებას და ეფექტური საჯარო მმართველობის განსახორციელებლად შემდეგ ძირითად ინოვაციებს გვთავაზობს:




სახელშეკრულებო ურთიერთობებზე დაფუძნებული საჯარო სამსახური

„საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონისგან განსხვავებით, რომელიც შრომით ხელშეკრულებას მხოლოდ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან მიმართებაში ითვალისწინებს, ახალი კოდექსის პროექტის თანახმად, აღმასრულებელი დირექტორი ყველა საჯარო მოსამსახურესთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. კოდექსის პროექტი ხელშეკრულების ძირითად პირობებს ითვალისწინებს. ხელშეკრულების უპირატესობას ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ მასში დეტალურადაა გაწერილი საჯარო მოსამსახურის უფლება–მოვალეობები (თუმცა ასევე შესაძლებელია ხელშეკრულება არ ითვალისწინებდეს აღნიშნულს და დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავდეს უფლება–მოვალეობებს კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე). 

 

 

 

უფლებების დელეგირება

ერთ–ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს უფლებების დელეგირება საჯარო სამსახურში. პროექტის თანახმად, შესაძლებელია საჯარო ფუნქციების დელეგირება ერთ ან რამდენიმე პირზე, ღია ტენდერით, კონკურსით ან პირდაპირი გადაცემის წესით. სახელმწიფო ფუნქციები შესაძლებელია გადაეცეს როგორც კერძო კორპორაციას, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ მოგებაზე არაორიენტირებულ საჯარო კორპორაციას, რომელიც თავის მხრივ სიახლეს წარმოადგენს ქართულ კანონმდებლობაში. საჯარო კორპორაციას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი. კოდექსის პროექტით, განისაზღვრა ფუნქციები, რომლებიც დელეგირებას არ ექვემდებარება.





შეფასების სისტემა

აღმასრულებელი დირექტორი ადგენს მის დაწესებულებაში თანამშრომელთა შეფასების მოდელებსა და მეთოდებს.  შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა ეხმარება კომუნიკაციის ზრდას, ახდენს ტრენინგის საჭიროებების იდენტიფიკაციას, აუმჯობესებს დაქირავებულთა ორგანიზაციულ კულტურასა და ანგარიშვალდებულების განცდას, ახდენს მოტივაციის გაზრდას. სამუშაოს შეფასების შედეგად აღმასრულებელი დირექტორი განსაზღვრავს და დანერგავს თანამშრომელთა მოტივაციის შესაბამის სისტემას და ფორმებს. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შეფასება მოხდება შესაბამისი პოლიტიკური ან სახელმწიფო მოხელის მიერ, აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშს წარადგენს წელიწადში ორჯერ ან უფრო ხშირად.

 

 

იხილეთ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების ქრონოლოგიური პრინციპით

იხილეთ რეფორმის კონცეფცია 

იხილეთ რეფორმის პრეზენტაცია

იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ავტორობით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

იხილეთ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია







www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge