საჯარო სამსახურის რეფორმის ფილოსოფია ახალი საჯარო მენეჯმენტის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება. რეფორმის შედეგად მოხდება არსებული ნეოკლასიკური მმართველობის სისტემის ჩანაცვლება ახალი საჯარო მმართველობის ელემენტებით. აქცენტი გადატანილია არსებული პლატფორმიდან მოქნილ და ეფექტურ მართვის სტრუქტურებზე გადასვლასა და საჯარო მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოქნილი მმართველობის პრინციპს, რაც ადმინისტრაცული მენეჯმენტის ფუნქციების გაზრდითა და ადამიანური რესურსების მართვის მეთოდების დეცენტრალიზებით მიიღწევა.
საჯარო სამსახურის რეფორმის მიზანია მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, ეფექტური მენეჯმენტის სისტემების ხელშეწყობა და ელექტრონული მმართველობის პროექტების დანერგვა. რეფორმის მიზნების მისაღწევად საჯარო სამსახურის ბიურო შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:
გთხოვთ მიყევით შემდეგ ბმულებს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად
საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge