პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს პირველი შეკრება


გააზიარე:


საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელის პროფესიული განვითარება, მისი ხარისხიანი სწავლება და უნარ-ჩვევების ამაღლება: ეს და საჯარო სამსახურისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოზე.

საბჭო, რომლის მიზანიცაა მოხელეთა პროფესიული განვითარების პროცესის წარმატებულად წარმართვის უზრუნველყოფა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლისგან შედგება.

საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც პირველად შეიკრიბა, წარმოდგენილები იყვნენ ასევე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის - UNDP-ის წარმომადგენელი, რომელიც დონორი ორგანიზაციის სახით მხარს უჭერს საბჭოს მოღვაწეობას და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. მიმდინარე შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჯარო მოხელეთათვის აუცილებელი პროფესიული განვითარების პროგრამები, მათ შორის: საბაზისო პროგრამის მოდულები, აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სტანდარტები და ინდიკატორები და სხვადასხვა აუციელბელი სასწავლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესი.

საბჭოს სრულ შემადგენლობას წარმოადგნენ ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საჯარო სამსახურის ბიურის უფროსის მოადგილე, საქართვეოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. აღსანიშნავია, რომ თავად საბჭო სსიპ საჯარო სამსახურის უფროსის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანიცაა პროფესიული განვითარების პროცესის წარმატებულად წარმართვა

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მიღებულ იქნა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს პროფესიული განვითარების პროგრამებს. ამ კანონით განისაზღვრა მოხელეთა პროფესიული განვითარების რეგულაციები და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის პროფესიული განვითარებისა თუ გადამზადების პროცესს სისტემური და სავალდებულო სახე მისცა. პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციას კი უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.