მომხმარებლები: 402966
პრეზიდენტმა განახლებული მესტია გახსნა

2011 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ეწვია, განახლებული მესტიის გახსნა საზეიმო ვითარებაში მოსახლეობასთან ერთად მოხდა.

მესტიაში საზეიმო ღონისძიებები დასრულდა - სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, მესტიის მცხოვრებლები.

მესტიის იუსტიციის სახლის შენობა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა დააპროექტა, ინტერიერის დიზაინზე კი ამერიკულმა კომპანიამ „სენტეომ“ იზრუნა, რომელსაც ასევე ეკუთვნის ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების ინტერიერის დიზაინი.

ობიექტების გახსნის შემდეგ, პრეიზდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებზე გაესაუბრა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უხლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებზე. 

www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge