26 ოქტომბერს, საჯარო სამსახურის
ბიუროს წარმომადგენლები ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო
ესტონეთი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში საჯარო სამსახურის სექტორში
შემდგომი თანამშრომლობისათვის ორმხრივად პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ესტონეთის საჯარო
სამსახურში განხორციელებული ცვლილებები, საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის
სტრატეგია და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული ელექტრონული
მმართველობის პროექტები.
საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge