Hr რეფორმა


გააზიარე:



HRMIS სტანდარტი


ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული ელექტრონული სისტემის ერთიანი სტანდარტების შექმნა მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის ამაღლებისთვის. ამგვარი სანდარტების არსებობა საჯარო დაწესებულებებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს ეფექტური ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებისა და დანერგვის პროცესს. ამავდროულად, ერთიანი სტანდარტი იქნება სხვადასხვა დაწესებულებებში დანერგილი პროგრამების თავსებადობის გარანტიც, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს და ცენტრალური ხელისუფლების სხვა ორგანოებს მისცემს სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ოპერტიული მიღებისა და ამ მონაცემებით ოპერირების შესაძლებობას.
ადამიანური რესურსის მართვის ავტომატიზირებული სისტემის უნიფიცირებული სტანდარტის დანერგვა, მნიშვნელოვნად აამაღლებს საკადრო სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას; ამ სტანდარტის მიზანია საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანური რესურსის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, ხოლო მისი დანერგვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემის დამკვიდრებისათვის, რაც საქართველოს მთავრობის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახეb“ 2012 წლის 20 თებერვლის #57 საქართველოს მთავრობის დადგენილების მიზანია საჯარო სამსახურის სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის როგორც ხარისხიანი, ასევე ეფექტიანი ავტომატიზირებული გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა.

 

 



სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ.