დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა


გააზიარე:




დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ელექტრონული მმართველობის დანერგვა წარმოადგენს, რა პროცესშიც საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამის ერთ–ერთი ნათელი მაგალითია 2011 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში. საჯარო სამსახურის ბიურო კოორდინაციას უწევს ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) ორგანიზაციას ელექტრონულ პროგრამაში ჩართვის კუთხით რა პროცესიც 2012 წლამდე სისრულეში იქნება მოყვანილი. ელექტრონული პროგრამების ამოქმედებამ გამოიწვია ყველა სახის კორესპონდენციის, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებების მოძრაობა ელექტრონული ფორმით, რამაც გაამარტივა დოკუმენტების ოპერატიულად მიღწევა ადრესატამდე, მისი დამუშავება და რეაგირება, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულმა პროგრამებით სარგებლობამ გამოიწვია საჯარო სამსახურებში ხარჯების მკვეთრად შემცირება, დროის და ადამიანური რესურსების დაზოგვა.

იმისათვის, რომ ჩაერთოს ყველა სახელმწიფო უწყება, საჭირო გახდა კანცელარიის პროგრამის სტანდარტის შემუშავება. რადგან ზოგიერთ მათგანს (ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო) უკვე აქვს საკუთარი სისტემა და შესაბამისად, მათი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩართვისთვის შეიქმნა დოკუმენტბრუნვის სტრატეგია. საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის მინიმალური სტანდარტი, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. სწორედ ამ დადგენილებით რეგულირდება სტანდარდის გათვალისწინება ყველა დამოუკიდებელ პროგრამებში.




სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტი.



იხილეთ შემოთავაზებული პროგრამების პრეზენტაციები:

შინაგან საქმეთა სამინისტრო.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ–საჯარო რეესტრი.

ფინანსთა სამინისტროს სსიპ– საფინანსო ანალიტიკური სამსახური.