ელექტრონული სისტემის სტანდარტები


გააზიარე:


2011 წელს ბიურო აქტიურად მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების მინიმალური სტანდარტების შემუშავებაზე.

სტანდარტები საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის No.57 და 21 თებერვლის No.64 დადგენილებებით დამტკიცდა. დოკუმენტებით განისაზღვრა ცენტრალური მთავრობის ყველა დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების (სტანდარტების შესაბამისი) დანერგვის ვალდებულება.

აღნიშნული დოკუმენტების ფორმირებას წინ უძღოდა ქვეყანაში არსებული ვითარებისა და საჭიროებების კვლევა, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ექსპერტებთან. ორგანიზაციების თავისებურებებისადმი მათი მაქსიმალურად მორგების მიზნით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან.

ელექტრონული მმართველობის სტანდარტების შემოღების მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციების დამოუკიდებელ პროგრამებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლას, რაც გაამარტივებს დოკუმენტების სწრაფად მიღწევას ადრესატამდე, მათ დამუშავებასა და შესაბამის რეაგირებას. მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული ელექტრონული პროგრამები მკვეთრად შეამცირებს მატერიალურ, დროისა და ადამიანური რესურსების დანახარჯებს. ეს სიახლე სახელმწიფო უწყებებს საშუალებას მისცემს, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება გაუწიონ მოქალაქეებს. ამავდროულად, პროგრამა საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებს, სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ოპერატიული მიღების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის დახვეწის და ამ მონაცემებით ოპერირების შესაძლებლობას ანიჭებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტანდარტების დანერგვა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მისი მიზანია, გაზარდოს საჯარო დაწესებულებების მუშაობის ეფექტურობა მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.


სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ.


სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტი.


იხილეთ შემოთავაზებული პროგრამების პრეზენტაციები:

შინაგან საქმეთა სამინისტრო.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ–საჯარო რეესტრი.

ფინანსთა სამინისტროს სსიპ– საფინანსო ანალიტიკური სამსახური.