თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემა (www.declaration.ge) 2010 წლის 1 თებერვალს ამოქმედდა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული პროექტის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა საკმაოდ წარმატებული და დახვეწილია. დეკლარაციის შევსების ვადის ამოწურვამდე ოცი დღით ადრე საჯარო სამსახურის ბიურო, დეკლარანტს, მისთვის განკუთვნილ უნიკალურ პაროლს, ოფიციალური წერილით აცნობებს. რისი საშუალებითაც თანამდებობის პირს დეკლარაციის ელექტრონულად შევსების შესაძლებლობა ეძლევა. დაარსების დღიდან სისტემაში 2768 შევსებული დეკლარაცია ფიქსირდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შევსებული დეკლარაციები საჯაროა და მათი მოძიება სხვადასხვა პარამეტრის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ელექტრონული სისტემა შემუშავების პროცესშია. მისი საშუალებით საჯარო მოხელეთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა შეიქმნება. სახელმწიფო უწყებებს სისტემაში თითოეულ თანამშრომელზე ელექტრონული პირადი საქმის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. პირად საქმეში პიროვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აისახება, კერძოდ: პირადი ინფორმაცია, თანამდებობა, მივლინება, თანამდებობრივი გადაადგილება, ჯილდო, პასუხისმგებლობის საკითხები და სხვა. აღნიშნული სისტემა საჯარო სექტორში დაზუსტებული სტატისტიკის წარმოებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ, საჯარო მმართველობის პოლიტიკის უკეთ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულია ადამიანური რესურსების პორტალი, რომელიც ორ კომპონენტს ააერთიანებს:
1. საჯარო სამსახურში მიმდინარე კონკურსების მონაცემთა ბაზას;
2. საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზას.
პირველი კომპონენტის უზრუნველსაყოფად, საჯარო სამსახურის ბიურო თითოეულ სახელმწიფო უწყებას მომხმარებლის უნიკალურ სახელსა და პაროლს ანიჭებს, რის საშუალებითაც უწყებები პორტალზე საკუთარ გვერდებს შექმნიან. აღნიშნულ გვერდზე დამსაქმებელი საჯარო მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციას განათავსებს.
მეორე კომპონენტის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს შექმნას პირადი გვერდი, რომელიც ფაქტობრივად მის ე.წ. CV-ს წარმოადგენს. ფორმა საკმაოდ დახვეწილი და ამომწურავია.
ადამიანური რესურსების პორტალი მოქნილი და ინტერაქტიურია. მოქალაქეს საშუალება აქვს მონიშნოს მისთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია ან გააკეთოს კომენტარი ამ პოზიციასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამსაქმებელი დაუყოვნებლივ შეტყობინებას მიიღებს. თავის მხრივ, დამსაქმებელს საშუალება აქვს მისთვის სასურველი კანდიდატი სხვადასხვა პარამეტრის საშუალებით მოიძიოს.
მნიშვნელოვან
სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, პორტალით
სარგებლობა არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის,
არამედ-ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისათვისაც სავალდებულო
იქნება.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ელექტრონული მმართველობის დანერგვა
წარმოადგენს. 2009 წლიდან საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად არის ჩართული
აღნიშნულ პროცესებში და საჯარო სამსახურის სფეროში ელექტრონული
მმართველობის რამდენიმე წარმატებულ პროექტს ახორციელებს.
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა გასულ წელს დაინერგა და დღეისათვის მასში უკვე ჩართულია იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საჯარო სამსახურის ბიურო. სისტემა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და განკუთვნილია სახელმწიფო უწყებებში დოკუმენტბრუნვის პროცედურების გამარტივებისა და შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის ამაღლებისათვის. აღნიშნული პროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და რესურსებს. 2011 წელს სისტემაში სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართვა იგეგმება, თუმცა ზოგიერთ მათგანს უკვე აქვს საკუთარი სისტემა და, შესაბამისად, მათი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩართვა შუალედური პროგრამის საშუალებით განხორციელდება.
იხილეთ საჯარო
სამსახურის ბიუროს ელექტრონული პროექტების პრეზენტაცია
საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge