ეკატერინე ქარდავამ ადვოკატთა ასოციაციაში ტრენინგი გამართა


გააზიარე:


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ ასოციაციაში ტრენინგი გამართა.

ტრენინგის მიზანს საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თაობაზე ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა. კურსი ასოციაციის წევრმა ადვოკატებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა გაიარეს.

მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მოხელეობრივი უფლებების დაცვის იმ გარანტიების შესახებ, რომელიც კანონში არსებობს.

ტრენინგის დროს, ადვოკატებს ასევე წარედგინათ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა დაცვის მაგალითებიც.

გადამზადების კურსი პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა, რომელიც მონაწილეებს ხელ შეუწყობს მომავალი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში. ღონისძიების ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებდა მოხელეთა უფლებების დარღვევის რეალური კაზუსების განხილვით, ადვოკატების მიერ მოხელის დაცვის სტრატეგიის შემუშავებასა და პრეზენტაციის სახით წარდგენას.

საჯარო სამსახურის ბიურო პერმანენტულად ატარებს აღნიშნულ ღონისძიებებს ყველა დაინტერესებული მხარისთვის: როგორც ადვოკატებისთვის, ისე საჯარო მოხელეთა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირთათვის და მათი მიზანია, როგორც საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ისე ყოველი მხარის ჩართულობის გაზრდა მოხელეთა უფლებების დაცვის მიმართულებით.