მომხმარებლები: 299284
დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა




სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტი.




დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ელექტრონული მმართველობის დანერგვა წარმოადგენს, რა პროცესშიც საჯარო სამსახურის ბიურო 2009 წლიდან აქტიურად არის ჩართული. 2011 წელს ერთ–ერთ ასეთ წარმატებულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამ პროცესის განვითარება გრძელდება, აღნიშნული სისტემის დანერგვა დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ასევე ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა სამინისტროებში, რაც 2012 წლამდე სისრულეში იქნება მოყვანილი. ამ ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები, სამინისტროს სისტემაში იმოძრავებს ელექტრონული ფორმით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დოკუმენტების ოპერატიულად მიღწევას ადრესატამდე, მის დამუშავებას და რეაგირებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით გაადვილდება ურთიერთობა სამინისტროს რეგიონალურ სამსახურებში, ასევე ყველა იმ სამინისტროებში, რომლებიც ჩართული არიან აღნიშნულ სისტემაში. დოკუმენტების ელექტრონული მიმოცვლა  გამოიწვევს საჯარო სამსახურში ხარჯების მკვეთრად შემცირებას, დროის და  ადამიანური რესურსების დაზოგვას.

 

იმისათვის, რომ ჩაერთოს ყველა სახელმწიფო უწყება, საჭირო გახდა კანცელარიის პროგრამის სტანდარტის შემუშავება. რადგან ზოგიერთ მათგანს (ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო) უკვე აქვს საკუთარი სისტემა და შესაბამისად, მათი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩართვისთვის შეიქმნა დოკუმენტბრუნვის სტრატეგია, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს მეშვეობით და უშუალო ხელმძღვანელობით იქნა შემუშავებული, სავალდებულო გახდება მისი გათვალისწინება სხვადასხვა დამოუკიდებელ პროგრამაში ჩასაშენებლად. საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად აგრძელებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვას ყველა საჯარო სამსახურში.

 










www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge