საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურში დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს საკუთარ ვებ გვერდზე www.hr.gov.ge ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს.
1) ყველა საჯარო უწყება ვალდებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ-გვერდზე საჯარო მოხელის პოზიციაზე არსებული ვაკანსია/ვაკანსიები განათავსოს. რის შემდეგაც, მოქალაქეს საშუალება ეძლევა აირჩიოს ნებისმიერი ვაკანსია და ელექტრონული ან სხვა ფორმით წარადგინოს კანონით გათვალისწინებული პირადი მონაცემები შესაბამის უწყებაში.
2) ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შექმნას საკუთარი მონაცემების გვერდი (CV) (საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ გვერდზე. რის
შედეგადაც, დამსაქმებელს საშუალება ეძლევა მოძებნოს მისთვის სასურველი კანდიდატები მრავალი პარამეტრის მიხედვით და დაასაქმოს იგი საჯარო სამსახურში.
საჯარო სამსახურის ბიურო
საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge