დაიწყო სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექანიზმებთან დაკავშირებით


გააზიარე:


საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს - “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ანტიკორუფციულ მექანიზმებზე ცნობიერების ამაღლების გზით, საჯარო სამსახურის რეფორმის დანერგვის მხარდაჭერა“.

პროექტის ერთ-ერთ ძირითად აქტივობად გათვალისწინებულია კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება როგორც საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის.

პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 16-19 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა სამუშაო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

შემდეგ ეტაპზე, მსგავსი სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების ჩატარება იგეგმება აღმოსავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის.

შეხვედრა განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.