მომხმარებლები: 299285
საჯარო მოხელეთა ტრეინინგი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტში

 

საჯარო სამსახურის ბიუროსა და USAID-ის დემოკრატიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 24-დან 28 იანვრის ჩათვლით, დაიწყო საჯარო მოხელეთა გადამზადება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტში.

 

ტრეინინგის  მიზანია  საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში მომუშავე  HR მენეჯერების გადამზადება, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში, ტრეინინგს ატარებს USAID-ის საერთაშორისო ექსპერტი, ქალბატონი მირა შიპლეტი და ქართველი ტრენერები.

 

მონაწილეები ტრეინინგს გაივლიან შემდეგ საკითხებზე: ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემები საჯარო სამსახურში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება, შეფასების კრიტერიუმები, სამუშაოს აღწერილობის განსაზღვრა და სხვა. ტრეინინგზე მოწვეულნი არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების შესაბამისი საკადრო სამსახურის უფროსები და თანამშრომლები.

 

აღსანიშნავია რომ, საჯარო მოხელეთა გადამზადების ტრეინინგები გაგრძელდება შემდეგი მიმართულებებით: ლიდერული უნარები, პროექტის მენეჯმენტი, ინოვაციები საჯარო მმართველობაში, პიარი და კომუნიკაცია, ანტიკორუფციული თემები და ეთიკა.

 

საჯარო სამსახურის ბიურო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტრეინინგების ჩატარებას საჯარო მოხელეთათვის.

 


 

 

 


www.flickr.com
This is a Flickr badge showing public photos and videos from Civil Service Bureau. Make your own badge here.


საჯარო სამსახურის ბიურო

საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7
ტელ. (+995 32) 2192727
ფაქსი: (+995 32) 2923378
E-mail: csb@csb.gov.ge