Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა
29 მაისი

საჯარო სამსახურის ბიურომ „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა

icon დაემატა 23 აპრ 2019

2015 წლის 29 მაისს გაიმართა სახელმძღვანელოს "ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში" პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა dbb Academy-ს ექსპერტებთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო შეიცავს არაერთ სავარჯიშოს, ინსტრუქციასა და სიტუაციურ ანალიზს, რომელიც მოითხოვს მკითხველის ჩართულობას. მოცემული სახელმძღვანელო განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ შემუშავებულია ინტერაქტიული მეთოდით, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაწერილი სახელმძღვანელო პრინციპების არსებობის საჭიროებასა და ამ მიმართულებით ბიუროს მიერ დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზე.

მისამართი:
ადგილმდებარეობა:
ორგანიზატორები:
დაწყების თარიღი: 29.05.2015 00:00:00
დასრულების თარიღი: 29.05.2015 00:00:00

ფაილები
ethics-manual
ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში
გამოგადგათ ინფორმაცია