Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა
20 მარტი

გაიმართა საჯარო სამსახურის ეთიკის რიგით მეორე ფორუმი

icon დაემატა 23 აპრ 2019

საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით, 2018 წლის 20 მარტს, გაიმართა საჯარო სამსახურის ეთიკის რიგით მეორე ფორუმი. ფორუმში მონაწილეობდნენ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების შიდა აუდიტისა და ინსპექტირების, ასევე, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლები.

ფორუმზე განხილულ იქნა საჯარო მოსამსახურეთა შეუთავსებელ საქმიანობასთან და ხელმძღვანელის ქცევის სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები. ეთიკის ფორუმის თემატიკა განისაზღვრა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მონაწილეებისათვის გაგზავნილი კითხვარის შესაბამისად. ფორუმის ბოლოს გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით და მონაწილეთა მიერ შემოთავაზებულ იქნა რეკომენდაციები საჯარო სამსახურში ეთიკური გარემოს გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით.

საჯარო სამსახურის ეთიკის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართება 2018 წლის სექტემბერში.

მისამართი:
ადგილმდებარეობა:
ორგანიზატორები:
დაწყების თარიღი: 20.03.2018 00:00:00
დასრულების თარიღი: 20.03.2018 00:00:00

გამოგადგათ ინფორმაცია