საჯარო სამსახურის ბიუროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სამინისტროებისა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან


Share this Page:


დღეს საჯარო სამსახურის ბიუროში გაიმართა შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მიმდინარე პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენელებთან. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სპეციალურ მრჩეველ, ბატონ სტივენ გლოვერთან და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის მმართველობისა და ტექნოლოგიების დირექტორ, ბატონ კარლ მენტელთან.

 

ჩატარდა ბრიტანეთის საჯარო სამსახურის ლიდერობის ტრენინგი. მოწვეული სტუმრები იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო სამასხურის რეფორმირებისათვის აუცილებელი პრინციპები. ბრიტანელმა ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მათი ქვეყნის რევევანტური გამოცდილებას.

 

ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მიმდინარე პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში რეფორმის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია არსებული საკანონმდებლო ბაზისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების ანალიზი სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით.