მაია დვალიშვილი
 
 
დაბადების თარიღი:
1985 წლის 12 აგვისტო
განათლება:
2003-2007 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 
2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება:
2005 წელს გაიარა სტაჟირება კანადის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში; 
2006 წელს ეკავა სტუდენტური დასაქმების პროგრამის მენეჯერის პოზიცია, ამერიკის შეერთებული შტატები; 
2007-2009 წლებში მუშაობდა სს "საქართველოს ბანკის" გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე; 
2009-2013 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 
2013-2014 წლებში ეკავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 
2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი; 
2014 წლის მარტში დაინიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილედ;
ენები:
ინგლისური, რუსული, უკრაინული.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა:mdvalishvili@csb.gov.ge
ტელ: +995 32 2192727
 
                    